რიმა ბერაძე: „გენგეგმა მომავლის დოკუმენტია, რომლის უსაფუძვლო კრიტიკის გამო ოპოზიციას შერცხვება“

15 Mar 2019 22:47


თბილისის საკრებულოს სხდომაზე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე განცხადება გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ დოკუმენტის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. რომა ბერაძემ აღნიშნა, რომ გენგეგმა ქალაქის განაშენიანების რეგულირებას უზრუნველყოფს.

„ჩვენ მიერ შემუშავებული გენერალური გეგმა გამოირჩევა ეკოლოგიური წინსვლებით. პრიორიტეტი ენიჭება სარეკრეაციო სივრცეებს და მათ ზონირებას. მაგალითად ჩემს რაიონში, ჩუღურეთში, გენგეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია არსენალის მთის ზონირება, რომელიც განვითარების პოტენციალის მიუხედავად,  წლების განმავლობაში გამოუყენებელი იყო,”- განაცხადა რიმა ბერაძემ. 

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების უხეშად ხდებოდა ქალაქის იერსახით ხელყოფა და ქაოტური განაშენიანება. 

„ნამდვილად არ იყო ადვილი წინა ხელისუფლების დროს დაშვებული შეცდომების გამოსწორება ისე, რომ არ დაგვეზარალებინა ჩვენი მოქალაქეების ინტერესი და უფლებები. სწორედ ამიტომ, ვიტოვებთ ზონალური ცვლილებების შესაძლებლობის უფლებას. ამის გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა გეგმის პრაქტიკაში დანერგვა და ასეთი პრაქტიკა დანერგილია განვითარებული ევროპის დედაქალაქებში,”- განაცხადა რიმა ბერაძემ. 

საკრებულოს წევრმა აღნიშნა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის მაქსიმალურად დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც  ქალაქის განაშენიანების თავისებურებებს ერგება და განვითარების პერსპექტივებს უზრუნველყოფს. 

„ეს არის მომავლის დოკუმენტი, რომლის უსაფუძვლო კრიტიკის გამო ოპოზიციას ნამდვილად შერცხვება,”- დასძინა რიმა ბერაძემ.


კომენტარები:

ფართი შოპი