ხელისუფლების წარმომადგენლებმა ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს მიუსამძიმრეს

16 Mar 2019 03:35

დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონსულტანტი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში მაია ცაბოშვილი სენაკში, ოკუპანტების ტყვეობისას მოკლული 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ოჯახში იმყოფებოდა და მათ პრეზიდენტის სახელით მიუსამძიმრა.


  მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვეს და კვარაცხელიას ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ირაკლი ჯიქიამ, გუბერნატორის მოადგილემ კობა ქანთარიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა.


ირაკლი კვარაცხელიას კვირას, სენაკში, დაკრძალავენ.


კომენტარები:

ფართი შოპი