მდ.ტეხურის ტოტზე ხიდის აღდგენითი სამუშაოები 52 065 ლარით დაფინანსდა

16 Mar 2019 03:53

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ  შესაბამის სამსახურებთან ერთად ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ტეხურის ტოტზე  ხიდის აღდგენის  დასრულებული სამუშაოები   დაათვალიერა. 


 პროექტი  მთავრობის განკარგულებით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების  განხორციელების ფარგლებში,  52 065 ათასი ლარით დაფინანსდა. სარეაბილიტაციო  სამუშაოები   სს „არქეოპოლისმა“   შეასრულა.


   განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.


კომენტარები:

ფართი შოპი