"ხელისუფლება ტროლების/პარტაქტივის მეშვეობით უბინძურეს კამპანიას, ბულინგს აწარმოებს დათო ქაცარავას წინააღმდეგ"- ნიკა მელია

16 Mar 2019 04:28

"სახელმწიფო ვერ და არ ასრულებს თავის ფუნქციას, ვერ იცავს ქართულ მიწას, რომელსაც ყოველდღიურად გვგლეჯს მტერი!"- აღნიშნავს დეპუტატი ნიკა მელია თავის "ფეისბუქ-პოსტში".


"სამაგიეროდ, ხელისუფლება ხარჯავს დიდ ფულს და დროს იმ პატრიოტი ადამიანების გაშავებაში, ვინც სახელმწიფოს არნაკეთებ საქმეს აკეთებს და ქართულ მიწას დარაჯობს!


ახლაც, ნაცვლად იმისა რომ მთელი რესურსი მიმართონ საერთაშორისო ასპარეზზე განგაშის ასატეხად, დგანან და ტროლების/პარტაქტივის მეშვეობით უბინძურეს კამპანიას, ბულინგს აწარმოებენ დათო ქაცარავას წინააღმდეგ, ავრცელებენ დამახინჯებულ ფოტოს, რომელსაც ზედ აწერენ საკუთარი მახინჯი ტვინის ნააზრევს.


როცა შენ არ აკეთებ იმას, რაც გევალება და ამას აკეთებს სხვა, იმ სხვას, საქმის მკეთებელს მადლობას თუ არ ეუბნები, ლანძღვით მაინც არ უნდა ლანძღო. ეს არის ორჯერ ორი ოთხი, რომელსაც ქოცური არითმეტიკა ცხადია არ ცნობს!"- წერს მელია. 


კომენტარები:

ფართი შოპი