რუსთავში კიდევ ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო.
პროექტი მარცხენა სანაპიროს რამდენიმე უბანში, გზების, ტროტუარების, შიდა ეზოების საფარისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება შემდეგ მისამართებზე: დონეცკელი მეტალურგების ქუჩის I და II გასასვლელი, ჭავჭავაძის ქ. #3,#5,#7,#9,#11,#13, ბათუმის ქ.#19, #21, #23, #25, დონეცკელი მეტალურგების ქ.#4, #6, #8, #8ა, #10, #12, დონეცკელი მეტალურგების I გასასვლელის #1, #3, #4, #5, #6, #7, #8, #9, #11, #13, #10, #12, დონეცკელ მეტალურგების II გასასვლელის #9, #11, #13, #14, #16, #16ა, #18, #18ა, #20, 20ა, #22, #22ა, ქაშაკაშვილის ქ.#6, #8, #10, #12, ქაშაკაშვილის ჩიხი, რუსთაველის ქუჩის I გასასვლელი და დავით გარეჯის ქ. #1.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და ტროტუარები.
1 მლნ 899 995 ღირებულების პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გზატკეტილი+’’ ასრულებს.
პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.