პიარ-ტექნოლოგი, პროფესორი ლალი მოროშკინა:
„მე გეტყვით ჩემს ფორმულას...ვიღაცისთვის მიუღებელი იქნება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქალის ბედს ეს რამდენიმე ათწლეული განაპირობებს. მაგალითად - 20 წლის ასაკში გოგონას უნდა ჰყავდეს კარგი მშობლები, რომლებიც მას კარგ განათლებას მისცემენ. კარგი მშობლობა მარტო კარგი ფაფის გაკეთება არ არის. 30 წლის ასაკში ქალს სჭირდება კარგი ქმარი, რომ ჯანსაღი თაობა დაუტოვოს ქვეყანას. სადღაც 30 წლის ასაკში ქალი უნდა გათხოვდეს იმისთვის, რომ ქვეყანას მომავალი თაობა აჩუქოს.
40 წლის ასაკში ქალს უნდა ჰყავდეს გვერდში ძლიერი მამაკაცი. თუ ისე მოხდა, რომ 30 წლის ასაკში ყველაფერი კარგად წავიდა და მის გვერდით ისევ ის მეუღლეა, ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე, ჩემი - მითუმეტეს და შესაძლოა, არ მოხდეს ისე, რომ გათხოვდე, ყველაფერი კარგად აეწყოს... მე არ მიმაჩნია საჭიროდ, ცხოვრება გააგრძელო ისეთ ადამიანთან, რომელთანაც ის მუხტი აღარ არის და დაიკარგა. 50 წელი ძლიერი ქალისთვის არის გადამწყვეტი ასაკი, სადაც მას უნდა ჰქონდეს ძალაუფლება, მატერიალური ძალაუფლება, იმისთვის, რომ მართოს პროცესები.
ჩემს ცხოვრებაში ზუსტად ასე მოხდა. 20 წლის ასაკში მე მომცეს კარგი განათლება. 30 წლის ასაკში გავაჩინე შვილები, 40 წლის ასაკში გვერდით მყავდა ძალაინ ძლიერი და მოსიყვარულე მეუღლე და მე ზუსტად ვიცი, რომ 50 წლის ასაკში მე მექნება ზუსტად ის, რაც მინდა - ეს იქნება მატერიალური კეთილდღეობა და საბოლოოდ ჩამოყალიბებული ძლიერი ღერძი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დღევანდელი მდგომარეობა არის სრული კომფორტი, როგორც მატერიალურად, ასევე სულიერად და ეს არის თეთრი ხელთათმანებით საქმე, მე მზად ვარ, თუ საჭირო იქნება, ჩავიცვა რეზინის ხელთათმანები და ხაოიან საქმეს მოვკიდო ხელი, მაგრამ სამი თვის თავზე ყველას დავანახო რეზულტატი. ასე რომ, მე ბრძოლისთვის ყოველთვის მზად ვარ. „-ამბობს მოროშკინა.