"ქალების სათქმელი" - გენდერული თანასწორობის საბჭოს შეხვედრა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა

16 Mar 2019 20:13

ქუთაისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებული შეხვედრა, სახელწოდებით “ქალების სათქმელი," 15 მარტს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.


ღონიძიებაში 9 ქალი და 2 მამაკაცი იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის იყვნენ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია და ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე.


გამომსვლელებმა პერსონალურ გამოცდილებებსა და ცოდნაზე დაყრდნობით გენდერული თანასწორობის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს, რომლის მიზანსაც ქალების თავისუფლების განმტკიცება, გენდერული სტერეოტიპების მსხვრევა, ქალთა შესაძლებლობებისა და საჭიროებების წარმოჩენა, პირადი ისტორიებითა და სათქმელით სხვა ქალებისთვის სტიმულის მიცემა წარმოადგენს.


გენდერული თანასწორობის საბჭო მსგავსი ტიპის შეხვედრებს პერმანენტულად მართავს და იგი გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ზრდას, ქალების გააქტიურებასა და მათი გაძლიერებისთვის საჭირო პროცესების ხელშეწყობას ემსახურება.


კომენტარები:

ფართი შოპი