✔️თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, სოფელ ჭივჭავში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაობი მიმდინარეობს. შეიცვალა შენობის სახურავი, კარ-ფანჯარა, შეილესა კედლები. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება სამზარეულო, სველი წერტილები და ეზო, მოეწყობა ცენტრალური გათბობის სისტემები. შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.
✔️მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე გაეცნენ: მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჭივჭავის თემიდან დავით ხვისტანი, მერიის ზედამხედველობს სამსახურის უფროსი ნიკოლოზ სულხანიშვილი და მერის წარმომადგენელი ჭივჭავის ადმინისტრაციულ ერთეულში თამაზ ზურაბიანი.
✔️მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში, სტანდარტების შესაბამისი და თანაბრად ხელმისაწვდომი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდება ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად გეგმიურად ხორციელდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება: 2019 წელს ახალი საბავშვო ბაღები აშენდება სოფელ წინწყაროში და სოფელ ფარცხისში, ხოლო სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ მარაბდის საბავშვო ბაღს.
✔️სოფელ ჭივჭავის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის განხოციელებაზე 174 888 ლარი დაიხარჯება (ხელშეკრულების მიხედვით). სამუშაობს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია შპს „არტიფექსი“.