ლევან ხაბეიშვილი, მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" დამფუძნებელი:
"კახი კალაძე ამბობდა ელექტროენერგიის ტარიფი განახევრდებაო - რეალურად კი გაძვირდა !
კახი კალაძე ამბობდა ბუნებრივი აირის ტარიფი განახევრდებაო - რეალურად კი გაძვირდა !
კახი კალაძე ამბობდა ერთ მილიონზე მეტი ემიგრანტი გვყავსო და უკლებლივ დავაბრუნებთ ყველას ისეთი ქვეყანა გვექნებაო - რეალურად კი ემიგრანტების რაოდენობა მატულობს !
კახი კალაძე ამბობდა ნეპოტიზმი და ჩაწყობა აღარ იქნება საჯარო სამსახურებშიო - რეალურად კი მისი უდიპლომო ცოლისძმა სამსახურის უფროსად დანიშნა მერიაში, ცოლის ბიძა და ცოლის დეიდაშვილი საბურთალოს გამგეობაში დაასაქმა !
კახი კალაძე ამბობდა ელიტარული კორუფციაა და ამას აღარ დავუშვებთო - რეალურად კი კორუფცია მძვინვარებს ყველა სფეროში და მათ შორის, მისი ნათესავებიც არიან ეჭვმიტანილები ბიუჯეტის სახსრების გაფლანგვაში ! ( სუსი "იძიებს" )
კახი კალაძე ამბობდა თანამდებობებს ბოროტად იყენებენ და ეს უნდა შეიცვალოსო - რეალურად კი მისთვის ხელმისაწვდომი გახდა "კოეფიციენტების" ცვლილება, როცა საქმე მისი კორპუსის მშენებლობას ეხებოდა.
კახი კალაძე ამბობდა რუსეთთან დავალაგებთ ურთიერთბებს და ჩვენს ტერიტორიებს საფრთხე აღარ შეექმნებაო - რეალურად კი რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას და ავტობანს მოუახლოვდნენ !
კახი კალაძე კიდევ ბევრ რამეს ამბობდა - რეალურად კი ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება გააფორმა გაზპრომთან, სათავეში ჩაუდგა დაჯგუფებებს, რომლებიც საარჩევნო უბნებს არბევდნენ , ფეხბურთი ფედერაციის არჩევნებზე ხმის სანაცვლოდ მოიპარა ადამიანი და არჩევნებისას აქტიურ მობილიზებას უწევს "ძველბიჭობას"
ამის შემდეგ თბილისელებს სთხოვს ხმას და სჯერავს, რომ აირჩევენ..."