აფხაზეთის ომში დაღუპული თამაზ ტყეშელაშვილი ლანჩხუთში დაკრძალეს

18 Mar 2019 01:05

მშობლიურ მიწას  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული თამაზ ტყეშელაშვილის ცხედარი  მიაბარეს.  მის  ხსოვნას  პატივი მიაგეს გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.


"დღეს კიდევ ერთი ლანჩხუთელი გმირის, აფხაზეთში  დაღუპული თამაზ ტყეშელაშვილის ხსოვნას მივაგებთ პატივს.  ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმძიმესი ტრაგედიაა აფხაზეთის უთანასწორო ომი, რომელმაც არაერთი ქართველის სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ყველა ახლობელს." -განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.


უგზო - უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის გადმოსვენება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა.


კომენტარები:

ფართი შოპი