მარტვილის მუნიციპალიტეტში კურორტ ლებარდეს მიმართულებით საავტომობილო გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოხდება 6 კილომეტრიანი მონაკვეთის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაცია. პროექტი ასევე ითვალისწინებს რკინა-ბეტონის კიუვეტების, რკინა-ბეტონის მილების, გაბიონების, არხების, მიერთებების და ეზოების შესასვლელების მოწყობს, ასევე მოხდება გასაჩერებელი მოედნის და ავტოპავილიონის მოწყობა, დაიდგმება საგზაო ნიშნები.
პროექტის ღირებულება 3 599 999 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „გზები“ ასრულებს.
სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება.
ტალერი-ლებარდეს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.