თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა

18 Mar 2019 20:36

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა.


თათბირს მერის მოადგილეები მანუჩარ ფანჩულიძე და მერაბ სირაძე, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.


თათბირზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებისა და ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ყურადღება გამახვილდა „ქვეყანაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 იანვრის №224 განკარგულებაში ცვლილებებზე და ფაროსანასთან ბრძოლისათვის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის  წარმომადგენლებს დაევალათ:

სოფლის მაცხოვრებლების ტელეფონის ნომრებით სპეციალური ბაზის შექმნა, რათა მოხდეს ინფორმირება ყველა საჭირო საკითხზე SMS-ით;


ფუტკრის განთავსების ლოკაციების მონიშვნა, რათა არ მოხდეს მათი შეწამვლა იმ საშუალებით, რაც დააზიანებს ფუტკარს;


შესაწამლი დანადგარებისათვის წყლის აღების ლოკაციების განსაზღვრა;


დასათესი სიმინდის ფართობების ლოკაციებისა მაქსიმალურად სწორი პარამეტრების დადგენა;


სიმინდის ფართობებში სპეციალური ბილიკების, შემოსავლელი გზების წინასწარ დატოვება ტექნიკის გადასაადგილებლად;


მიტოვებული სახლებისა და სხვა ობიექტების რაოდენობის წინასწარ განსაზღვრა;


სოფლებში აქტივისტთა ჯგუფების ფორმირება, რომლებიც დახმარებას გაუწევენ წარმომადგენლებს.


კომენტარები:

ფართი შოპი