მარტვილის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 419 720 ლარს შეადგენს

20 Mar 2019 00:23

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნალეფსაოში, საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.


პროექტის ფარგლებში დაიგება 1 600 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს კიუვეტების და წყალგამტარი მილების მოწყობას, ასევე ეკლესიის წინ ბორდიურების მოწყობას.


პროექტის ღირებულება 419 720 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „სექუოია“ ასრულებს.


სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდება.


ნალეფსაოში საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.


კომენტარები:

ფართი შოპი