მცხეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 20 პროექტი 5 905 778 ლარით ფინანსდება

20 Mar 2019 00:33

მიმდინარე წლისთვის განსახორციელებელი პროექტები


 2019 წლისთვის, მცხეთის მუნიციპალიტეტში, წინა წლების მსგავსად, სხვადასხვა პროგრამებით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი.  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის წარდგენილი პროექტებიდან 5 905 778 ლარის ღირებულების 20 პროექტი  უკვე დაფინანსდა.


სამუშაოებზე ტენდერი იანვარ-თებერვალში გამოცხადდა. რამდენიმე პროექტზე გამოვლენილია  გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებენ. წლის ბოლომდე, ასევე მოხდება რამდენიმე პროექტის დასაფინანსებლად წარდგენაც.


ამჟამად დაფინანსებული პროექტებია:


სოფ. ნავდარაანთკარში ახალი დასახლებისთვის სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა და დაქსელვა;


სოფ. ნატახტარში კულტურის სახლის რეაბილიტაცია;


სოფ. არაშენდაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;


სოფ. მუხრანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;


ქ. მცხეთაში, ღართიკარის დასახლებაში, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;


სოფ. პატარა ქანდაში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;


სოფ. ძეგვში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;


ქ. მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;


სოფ. ძეგვში სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა და დაქსელვა სოფლის ცენტრის მიმდებარედ;


ქ. მცხეთაში სკვერების რეაბილიტაცია;


სოფ. ძალისში შიდა საუბნო გზების მოასფალტება;


სოფ. ვაზიანში შიდა საუბნო გზების მოასფალტება;


სოფ.ჩარდახში შიდა საუბნო გზების მოასფალტება;


სოფ. გოროვანში შიდა საუბნო გზების მოასფალტება;


სოფ. წიწამურში შიდა საუბნო გზების მოასფალტება;


სოფ. ნავაზში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;


სოფ. გალავანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;


სოფ. ვარდისუბანში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;


სოფ. ქსოვრისში სკვერის მოწყობა;


ქ. მცხეთაში ღართიკარის დასახლებაში მინი სტადიონის მოწყობა.


ამ პროექტებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში 9 700 მ. გზის მოწესრიგებაა გათვალისწინებული.


მარტის მეორე ნახევრიდან, ჩამონათვალს ,,სოფლის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე არჩეული პრიორიტეტული პროექტებიც დაემატება.


კომენტარები:

ფართი შოპი