წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობას პირადად აცნობს ბიუჯეტში გათვალისწინებულ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს

20 Mar 2019 01:13

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი თვითმმართველობის წარმომაგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას პირადად ხვდება და მუნიციპალიტეტში 2019 წელის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს აცნობს.  


"ვიცი, რომ (მიუხედავად საჭიროებისა), ჩემი სამუშაო ოთახის კარს ბევრი არ აკითხავს, მე ანგარიშვალდებული და  მოვალე ვარ რომ მე მივიდე ყველა სოფელში და ვუთხრა მოსახლეობას  თუ  რას ვაკეთებთ,  რა შეგვიძლია მომავალში გავაკეთოთ.  ხალხსა და ხელისფულებას შორის კავშირი არასოდეს არ უნდა გაწყდეს,  ასეთია ჩვენი მიდგომა.  ჩემს გუნთან ერთად,“ - აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.


სოფელ გუმბრის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერთან მერის წარმომადგენელი გუმბრის ადმინსიტრაციულ ერთეულში ომარ სინაურიძე, მერის მოადგილეები მოადგილე ზურაბ მაისურაძე, ალექსანდრე დადუნაშვილი, და საკრებულოს წევრები - ლაშა კაკრიაშვილი და ბადრი პაპავა შეხვდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლებმა სხვადასხვა სფეროში მიმდინარე მუნიციპალიტეტის პროგრამებზე ისაუბრეს.


კომენტარები:

ფართი შოპი