სალომე ზურაბიშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტს ესტუმრა

20 Mar 2019 01:43

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ამპლუაში ბოლნისს პირველად სტუმრობდა.


მას  ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა და  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა უმასპინძლეს. ქვემო ქართლში მეგზურობა სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა გაუწია.


ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილმა ბოლნისის ახალი მუზეუმი დაათვალიერა, რომელიც დასრულების პროცესშია და წლის ბოლომდე გაიხსნება. მუზეუმი   მუნიციპალიტეტში შეასრულებს კულტურის, არაფორმალური განათლებისა და ტურიზმის ცენტრის ფუნქციას.


მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი, ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნა, რომ სტუმრობის მიზანი რეგიონში არსებული მდგომარეობის გაცნობა და  მისი ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობაა. 


საქართველოს პრეზიდენტმა,  ვიზიტის ფარგლებში, სოფელ დისველში, ეკომიგრანტი ქალების მიერ დაფუძნებული  ყველის საწარმო მოინახულა და ადგილობრივი პროდუქცია დააგემოვნა.


კომენტარები:

ფართი შოპი