თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა საზოგადიობას 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

20 Mar 2019 20:04

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ საზოგადოებას 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.


მუნიციპალიტეტის მერმა თერჯოლის კულტურის სახლის დარბაზი შეკრებილ მოსახლეობას-წარმომადგენლებს სოფლებიდან და სხვადასხვა ორგანიზაციიდან, გააცნო განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ისაუბრა ბიუჯეტის შემოსულობების, მუნიციპალური სერვისების და სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. 


ბონდო სოფრომაძემ საზოგადოებას მიმდინარე პროექტებიც გააცნო და 2019 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


სიტყვით გამოვიდნენ და მერის საქმიანობა დადებითად შეაფასეს საკრებულოში საზანოსა და გოგნის მაჟორიტარმა დეპუტატებმა.


„ჩემი მოვალეობაა, ანგარიში ჩავაბარო მოსახლეობას, ჩემს ამომრჩეველს. ვაპირებ, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენა გავაგრძელო მუნიციპალიტეტის მასშტაბით და ადგილობრივ მოსახლეობას მოვუყვე, თუ რა გავაკეთე მათვის ამ ერთი წლის განმავლობაში, რისი გაკეთება ვერ შევძელი და რა გვაქვს დაგეგმილი მიმდინარე წელს“-აღნიშნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი