ფოთის მუნიციპალიტეტში საკრებულოს 2019 წლის მეშვიდე, რიგგარეშე სხდომა გაიმართა

20 Mar 2019 20:39

20 მარტს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის მეშვიდე, რიგგარეშე მოწვევის სხდომა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი.


 მიღებული განკარგულების შესაბამისად მოწონებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ფოთში დასაფინანსებელი პროექტის საპროექტო წინადადებება,  რომლის მიხედვით მოხდება  ქალაქში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია.


სხდომაზე მიეცა თანხმობა ქალაქის  მერს 9 აპრილის ხეივანი #26-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული არასაცხოვრებელი ფართის იურიდიული პირის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის“უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით.


 სხდომაზე მიღებულ იქნა ორი განკარგულება.


კომენტარები:

ფართი შოპი