მგელმა წალკაში სამი ადამიანი დაგლიჯა

21 Mar 2019 02:43

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილისუბანში მგელმა სამი ადამიანი დაგლიჯა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.


როგორც imedinews-ს წალკის მერის პირველმა მოადგილემ ანზორ ხინიკაძემ უთხრა, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი ქალი და ერთი კაცია.


როგორც ანზორ ხინიკაძე ამბობს, მგელი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოკლეს.


წაკლის მერის პირველი მოადგილის თქმით, ადამიანებზე მგლების თავდასხმის შეთხვევები მუნიციპალიტეტში ხშირი არ არის. 

Imedinews.ge


კომენტარები:

ფართი შოპი