გურჯაანის საბავშვო ბაღში, ღუმელთან, ქვეწარმავალი იპოვეს

22 Mar 2019 06:29

სოფელ გურჯაანის პირველი საბავშვო ბაღი გაურკვეველი ვადით დაიკეტა. მიზეზი ღუმელთან აღმოჩენილი ქვეწარმავალი გახდა, რის გამოც 100-მდე აღსაზრდელი სხვადასხვა საბავშვო ბაღში დროებით გადაანაწილეს.


ბაღში ქვეწარმავლის აღმოჩენის შესახებ imedinews-ს ადგილობრივმა მცხოვრებმა შეატყობინა.


გურჯაანის მერიის შესაბამისი სამსახური სწავლობს მიზეზს, როგორ მოხვდა ქვეწარმავალი საბავშვო ბაღის ერთ-ერთ ოთახში.


პირველადი შესწავლის შედეგად შენობაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები გამოიკვეთა, რის გამოც მერია აღნიშნულ საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას დაჩქარებულ ვადებში გეგმავს.


ფოტო: კახაბერ კუპატაძე


კომენტარები:

ფართი შოპი