ირმა ინაშვილი: უბედნიერესი ვარ... დიდი მადლობა- პრეზიდეტს, შეწყალების კომისიას, ფიქრია ჩიხრაძეს, ეკა მიშველაძეს, ანა დოლიძეს, ჩვენს საზოგადოებას...

06 Jul 2017 22:55

ირმა ინაშვილი, საქარველოს პარლამენტის წევრი:


"უბედნიერესი ვარ. თეა სირაძე შეწყალებულია. დიდი მადლობა პრეზიდეტს, დიდი მადლობა შეწყალების კომისიას, დიდი მადლობა ფიქრია ჩიხრაძეს, ეკა მიშველაძეს, ანა დოლიძეს, ჩვენს საზოგადოებას, რომელიც მხარს უჭერდა თეას. 2 საათის წინ გათავისუფლდა."


კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, 37 წლის თეა სირაძე სასჯელს ქალთა კოლონიაში იხდიდა.

4 შვილის დედა ირწმუნება, რომ გისოსებს მიღმა 5 ინდოელი მამაკაცის ცემის გამო აღმოჩნდა.  

2010 წელს იგი თბილისში დააკავეს. თეასთვის წაყენებული ბრალდება საკმაოდ მძიმე იყო: ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში ედებოდა ბრალი. სასამართლომ ახალგაზრდა ქალი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო და სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით, უმძიმესი განაჩენი გამოუტანა - 28 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

თეა სირაძე კი ირწმუნება, რომ ინდოელი მამაკაცებისგან ის თავს იცავდა. 


კომენტარები:

ფართი შოპი