"ხალხი ვეღარ ახერხებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვას, იპოთეკური სესხის აღებას, დაზარალდა ბიზნესი" - ევროპული საქართველო" ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში კიდევ ერთხელ იბარებს

25 Mar 2019 15:53

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, "ევროპული საქართველო" იბარებს. კვლავ პარლამენტში იბარებს.  


„კიდევ ერთხელ ვიბარებთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იმ მავნებლურ რეგულაციებზე ანგარიშის მოსასმენად, რომელიც დააწესა ეროვნულმა ბანკმა და უკვე კარგად ჩანს ამ რეგულაციების შედეგები. კარგად ჩანს ის ათი ათასობით ადამიანი, რომელიც დაზარალდა, რადგან ვეღარ ახერხებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვას, ვეღარ ახერხებს იპოთეკური სესხის აღებას. უკვე დაზარალდა ბიზნესი; უკვე ვხედავთ შემცირებულ ბრუნვას და დახურულ მაღაზიებს; გაიზარდა უმუშევრობის დონე. სრულიად გადაუდებლად უნდა მოვიდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ანგარიში ჩააბაროს და პასუხები გასცეს პარლამენტს. ჩვენი მოთხოვნაა, გადაისინჯოს ეს რეგულაციები და გაუქმდეს მორიგი მავნებლობა“, -განაცხადა დავით ბაქრაძემ.


კომენტარები:

ფართი შოპი