"რექტორს, თსუ-ში, ხავსმოკიდებული პროფესორებისგან შემდგარი სამეცნიერო საბჭო ირჩევს, რომელთაც ნამდვილად აკლიათ კომპეტენცია,"- სანდრო თვალჭრელიძე

26 Mar 2019 04:45

“მინდა მივმართო განათლების მინისტრს და ვუთხრა, რომ ყველა ის ინიციატივა, რომლებიც მისგან თუ პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინეთ, სწორია. ვეთანხმები, რომ განათლების ხარისხი უნდა ამაღლდეს, გატარდეს ძირეული სასკოლო რეფორმა, გაიზარდოს მასწავლებლის ხელფასი და ა.შ., მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარი ავიწყდებათ - ვინ უნდა მისცეს განათლება მოსწავლეს? მიპასუხებთ, მასწავლებელმაო და მართალიც იქნებით, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ამ სფეროში რა კატასტროფული მდგომარეობაა. რატომ გააუქმეს მასწავლებელთა საატესტაციო გამოცდები? იმიტომ, რომ უდიდესმა ნაწილმა მისი ჩაბარება ვერ შეძლო."- აცხადებს სანდრო თვალჭრელიძე.


"მასწავლებელი განათლებას იღებს უმაღლეს სასწავლებელში, ამიტომ, ვფიქრობ, უმაღლესი სასწავლებლის რეფორმით უნდა დავიწყოთ, სადაც ასევე კატასტროფული მდგომარეობაა. ჩემი აზრით, ერთ-ერთი პრობლემა ისიც არის, რომ ზედმეტად დემოკრატიული კანონი გვაქვს და უნივერსიტეტებში რექტორს ირჩევს სამეცნიერო საბჭო, რომელიც, ძირითადად, შედგება მოძველებული, ხავსმოკიდებული პროფესორებისგან, რომელთაც ნამდვილად აკლიათ კომპეტენცია, განსაკუთრებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ისინი იმაზე კი არ ფიქრობენ, განათლების დონე როგორ ამაღლდეს, არამედ იმაზე, როგორმე ისეთი რექტორი აირჩიონ, რომელიც მათ სამსახურიდან არ გაუშვებს. ჩვენ ვერაფრით შევცვლით ვითარებას, თუ რადიკალურად არ შეიცვალა უმაღლესი განათლება. უნივერსიტეტებში უნდა მოვიდნენ კომპეტენტური პროფესორ-მასწავლებლები”, - აღნიშნავს სანდრო თვალჭრელიძე.


კომენტარები:

ფართი შოპი