"თუ არ გინდათ ორბანი, უყურეთ ივანიშვილს, ოღონდ სახლში წაიყვანეთ და ისე"- სააკაშვილი კვესიტაძეს გაუნაწყენდა

26 Mar 2019 05:18

მიხეილ სააკაშვილი ეკა კვესიტაძეს მიმართავს:


"ეკა კვესიტაძის გასაგონად, რომელიც არსებული ივანიშვილის ფონზე აცხადებს, რომ თურმე, არ სურს ორბანი საქართველოში და რაღაცნაირად ჩემზე მიანიშნებს-ვიქტორ ორბანი ჩემი მეგობარია, ჩვენ ბევრ რამეში განვსხვავდებით, მაგრამ ორბანის დროს უნგრეთის ეკონომიკა გადაიქცა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად, რაც კეთილად აისახება თითოეული უნგრელის კეთილდღეობაზე.


ბუდაპეშტში და სხვა ქალაქებში განხორციელდა ისტორიული ცენტრის აღდგენის სამუშაოები და დაიწყო მშენებლობის ბუმი, უფრო მეტი უნგრელი ბრუნდება,ვიდრე ტოვებს თავის ქვეყანას...ხ ო და, თუ არ გინდათ ორბანი, უყურეთ ივანიშვილს, ოღონდ სახლში წაიყვანეთ და ისე, საქართველოს კიდევ მიეცით განვითარების შესაძლებლობა!


ორბანით და სხვა მაგალითებით დაშინება ემსახურება მხოლოდ არსებული ჭაობის შენარჩუნებას და სწორედ ესაა ივანიშვილის თამაში და ყველას ვთხოვ,ნუ შეყვებით მას ამ თამაშში..."- წერს სააკაშვილი


კომენტარები:

ფართი შოპი