"ქოცებო რას დააჭირეთ ამისთანას ხელი?" - ერმილე ნემსაძე მამუკა მდინარაძის მიერ ეკა ბესელიასთვის შემთხვევით გაგზავნილ მესიჯზე

27 Mar 2019 04:10

"ქოცებო რას დააჭირეთ ამისთანას ხელი?


 მოკლედ ამ ორი კვირის წინათ ემზარ კვიციანის "ლაივმა" დეპრესიაში მყოფი ერი ცოტა ხნით გამოიყვანა მდგომარეობიდან. იუმორისტული შოები "შმოლბერტოთი" დაწყებული ნაცების მასხარა "ვანიჩკათი" დამთავრებული ქუხდა ემზარის უნებლიე კურიოზულ შემთხვევაზე.


 ფეისბუქ საქართველო რომელიც ძირითადად დეპრესიით, მუქარით, გესლით და ტრაგედიებითაა აღსავსე. ეს დღეები მხიარული და ღიმილიანი გახდა. უამრავი ფოტო თუ ანიმაცია შეიქმნა თემასთან დაკავშირებით. უამრავი სახალისო ვიდეო ჩაიწერა სადაც ემზარის პაროდიას ცდილობდნენ ახალგაზრდები. ჯეოსელის შეფერხებაც ხალხმა ხუმრობით გადაიტანა. "ერმილე გესმის ჩემი?" ლამის ფლაგმანად იქცა ჯეოსელის ფეისბუქ გვერდზე.


 რაც მთავარია თავად ემზარმა ეს ყველაფერი ჯანსაღი და ლაღი იუმორით მიიღო რითაც დაამსხვრია ბევრი ავის მსურველის მოლოდინი...


  ამ შემთხვევამ რაღაც მისტიკური ველი შეკრა ქართულ პოლიტიკაში.


 ჯერ იყო და ბრძენმა "ქოცებმა" რომლებიც თურმე პოლიტიკური დალტონიზმით არიან შეპყრობილები წითელი და მწვანე ვერ გაარკვიეს და რას დააჭირეს ამისთანას ხელი თავადაც ვერ გაიგეს, თავი კი  "პალამენტის თავჯდომარეს" სამარცხვინოთ ამართლებიეს, ამ სამარცხვინო მიზეზით. 


  დღეს კი უგზოუკვლოდ განათლებულ ქოც ლიბერასტს მამუკა მდინარაძეს იმფერი დეეემართა რო, ერთი თავრობით წინ ვინმე ნაცს ეს რო მოსვლოდა ალბათ გააციბირებდა მიჰაა. ვერ გაიგო ხელი რას დააჭირა და მისი ხელით გადაუგზავნა მის მოწინააღმდეგე ბესელიას მის წინააღმდეგ მიმართული ომის სრული გეგმა.


 მართლა უცნაური ხალხი ვართ ქართველები, ცოტა გვწყინს და სამარის კარამდე არ დავივიწყებთ. ცოტა გვიხარია და მეშვიდე ცაზე ავალთ სიხარულით.


PS: არსებობს ძველი ქართული ანდაზა. " ნუ დასცინებ სხვასაო გადაგხდება თავსაო." ჰოდა პარლამენტის შენობაში რომ ქილიკობდით ბევრი ჩემი და ემზარის ჯანსაღ კურიოზულ შემთხვევაზე ახლა მწარედ იწკმუტუნეთ ჭურნალისტებთან თქვენი სიმხდალე დალტონიზმით ახსენით, თქვენი იდიოტური შეცდომა ტესტად და მხდალს და ლაჩარს ვინ მისცა აღიარების უნარი."- წერს თავის Facebook გვერდზე ერმილე ნემსაძე.


კომენტარები:

ფართი შოპი