"მაშინ ვთქვი, კობახიძე უნდა გადადგეს პოსტიდან-თქო!"- დავით ჭიჭინაძე

28 Mar 2019 01:13

იმ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმაირაკლი კობახიძეს ბოდიში მარტო ეკა ბესელიასთვის კი არა, ბიძინა გეგიძისთვისაც მოახდევინა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.


„12 აპრილს იყოს პოლიტსაბჭოს სხდომა. მე მაშინ ვთქვი, კობახიძე უნდა გადადგეს პოსტიდან-თქო. ივანიშვილიც იქ იყო, ისტერიკა, რომ მოაწყო კობახიძემ გეგიძესთან მიმართებაში. ბიძინა ივანიშვილმაუთხრა: შენ ავად ხომ არ ხარო? ისეთ ისტერიკაში იყო კობახიძე. სწორედ მაშინ, ბესელიას რომ მოუხადა ბოდიში, გეგიძისთვისაც მოახდევინეს. მერე ბიძინა ივანიშვილი ეუბნებოდა პაპუაშვილს, ქანთარიას და ფოფხაძეს შეშფოთებული: მე ნორმალური მეგონა და ეს ვინ ყოფილა, ცუდად მქონია საქმეო, მაგრამ მაშინ კობახიძე კვირიკაშვილის წინააღმდეგ სჭირდებოდათ, “- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

IPN.ge


კომენტარები:

ფართი შოპი