წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მცენარეების განახლება მიმდინარეობს

28 Mar 2019 01:30

მწვანე ქალაქი  ახალ სიცოცხლეს იძენს.


წყალტუბოს ცენტრალური პარკის რკალზე, სადაც ცნობილი კვიპაროსების ხეივანია, მცენარეების  განახლება მიმდინარეობს.


დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ, მერის მოადგილეებმა: ზურაბ მაისურაძემ და ალექსანდრე დადუნაშვილმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.


ა(ა)იპ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის ინიციატივით, პარკის გარშემო    კვიპაროსების ახალი ჯიში - „ოქროსფერი კვიპაროსები'' ირგვება.


გამწვანების პროცესი წყალტუბოს სხვადასხვა ქუჩებზეც მიმდინარეობს.


კომენტარები:

ფართი შოპი