ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, საავტომობილო გზაზე, რკინა-ბეტონის საფარის დაგება დაიწყო

28 Mar 2019 03:04

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, მამუკაშვილების შესახვევიდან ეკლესიამდე მისასვლელ საავტომობილო გზაზე, დღეს რკინა-ბეტონის საფარის დაგება დაიწყო. სამუშაოები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გია სახამბერიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. 


აღნიშნული ტერიტორიის 1100 მ/გზის მონაკვეთზე სანიაღვრეების მოწყობას და რკინა-ბეტონის საფარის დაგებას ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ამხანაგობა "იმერეთი 2018 "-ი უზრუნველყოფს, რომლის ღირებულებაც 349,941 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.



კომენტარები:

ფართი შოპი