ექსპერტი, პედაგოგი, რეპეტიტორი - მანანა ბერიკაშვილმა, 2018 წლის მანძილზე, შემოსავლის სახით 83 104 ლარი მიიღო

29 Mar 2019 01:42

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, მანანა ბერიკაშვილმა, 2018 წლის მანძილზე, შემოსავლის სახით  83 104 ლარი მიიღო.


25 440  ლარი მიიღო, 6 თვეში, 01.01.2018  - 01.07.2018 პერიოდში, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეობის პერიოდში.


ცნობისთვის, ბერიკაშვილმა, მას შემდეგ, რაც მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა, იმავე,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ექსპერტად  არის გაფორმებული. ამის შემდეგ, მისი შემოსავალი არათუ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა და ექსპერტობის, მომდევნო 6 თვის მანძილზე, მანანა ბერიკაშვილმა, 26 212 ლარი მიიღო.


11 760  ლარი მიიღო მუსიკისა და დრამის თეატრში,  პედაგოგ-რეპეტიტორად მუშაობისთვის, საუბარია  01.01.2018 - 31.12.2018 პერიოდზე, ხოლო ააიპ-საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგად მუშაობისთვის, მან მთელი წლის მანძილზე 19 692,03  ლარი მიიღო.


მანანა ბერიკაშვილის მფლობელობაშია, თბილისში, ბახტრიონის 37 ნომერში მდებარე 176 კვ.მ  ბინა, რომელიც 2011 წელს 80 000 აშშ დოლარად შეიძინა.


ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, მანანა ბერიკაშვილის სახელფასო  ორ ბარათზე განთავსებული იყო 1285,94  და 862,43 ლარი.


მანანა ბერიკაშვილს, საქართველოს ბანკში აქვს სესხები, 21 880 და 660  ლარის ოდენობის რომლებიც 2017 წელს აიღო. ასევე, გაკეთებული აქვს ტექნიკის ორი განვადება  - 1254,93,  და 2336,96 ლარის ოდენობის.

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი