გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, საპროექტო, სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

29 Mar 2019 04:01

28 მარტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა - რამაზ ბუდაღაშვილმა, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელთან - ბექა ონიანთან ერთად შეხვედრა გამართა საპროექტო, სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან.


ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ კრწანისში, სართიჭალასა და მუღანლოში. ახალსოფელსა და სართიჭალაში კი კეთდება სპორტული მოედნები. გარდა ამისა, სართიჭალასა და გამარჯვებაში შენდება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მუნიციპალური სამსახურის შენობები.
შეხვედრაზე განიხილეს პროექტების მიმდინარეობისას გამოკვეთილი პრობლემები და მათ აღმოფხვრაზე იმსჯელეს.


კომენტარები:

ფართი შოპი