რუ­სეთ­ში თბი­ლი­სე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის "გო­ჩოს" დაკავებას გეგმავენ

29 Mar 2019 04:26


რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის მიერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის შემ­დეგ, რაც ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბას გუ­ლის­ხმობს, ად­გი­ლობ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბა და­ი­წყო.


რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­ვის დრო­ზე ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი რუ­სეთ­ში მთე­ლი პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცი­დან ჩა­ვიდ­ნენ, მათ შო­რის ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­დან და შუა აზი­ი­დან. ისი­ნი რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში რეს­ტო­რა­ნებს, გა­სარ­თობ ცენ­ტრებს, კა­ზი­ნო­ებ­სა და სხვა ობი­ექ­ტებს ფლობ­დნენ, ან სუ­ლაც სხვებს წი­ლებს არ­თმევ­დნენ. ეს ტენ­დენ­ცია რუ­სეთ­ში 90-იანი წლე­ბის შემ­დეგ დამ­კვიდ­რდა და დღემ­დე მყა­რად მუ­შა­ობს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ქურ­დუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი ვერ აღ­მო­ი­ფხვრე­ბა, თუმ­ცა "მათ შო­რის გავ­ლე­ნე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა ძლი­ე­რის გა­მარ­ჯვე­ბის პრინ­ცი­პით მოხ­დე­ბა, რაც მათ რა­ო­დე­ნო­ბას მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­რებს".


კი­დევ ერთ ვერ­სი­ით, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კრი­მი­ნა­ლე­ბის­გან ფუ­ლის ამო­ღე­ბის პრო­ცესს იწყებს, "გამ­ხა­უ­რე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბე­ბი" კი და­სავ­ლე­თის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ეტა­პი­ა­ნი სან­ქცი­ე­ბის შემ­დეგ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ყუ­რა­დღე­ბის გა­და­სა­ტა­ნად აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია.


ფაქ­ტია, რომ რუ­სეთ­ში კრი­მი­ნა­ლებს უკვე შე­ექ­მნათ დის­კომ­ფორ­ტი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლი კი­დევ ერთი "კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი" ამო­ი­ღეს მი­ზან­ში. გა­მო­ცე­მა "Прайм Крайм"-ის ცნო­ბით, ამ­ჯე­რად, 63 წლის თბი­ლი­სე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის თენ­გიზ დუ­მო­ე­ვი, იგი­ვე "გო­ჩოს" ჯერი დად­გა.


წარ­სულ­ში არა­ერ­თხელ ნა­სა­მარ­თლევ, უამ­რავ საქ­მე­ში ბრალ­დე­ბულ და სას­ჯელ­მოხ­დილ დუ­მო­ევს ად­გი­ლობ­რი­ვი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს­თვის გა­და­სა­ხა­დე­ბის და­მალ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. გა­მო­ცე­მა "კო­ჩოს" საქ­მეს ამე­რი­კე­ლი განსგტე­რის ალ კა­პო­ნეს ამ­ბავს ადა­რებს, რო­მელ­საც უმ­ძი­მე­სი კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბამ "ჩი­კა­გოს მე­ფეს" ვე­რა­ფე­რი და­უმ­ტკი­ცა და სა­ბო­ლო­ოდ, სა­ბუ­ღალ­ტრო აღ­რი­ცხვე­ბის დარ­ღვე­ვა­ში გა­მო­ი­ჭი­რა, ცი­ხე­შიც გა­და­სა­ხა­დე­ბის და­მალ­ვის გამო ჩას­ვეს.


კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დს გა­მო­ძი­ე­ბა სო­ჭის კა­ზი­ნო­ში მო­გე­ბუ­ლი დიდი თან­ხის გამო ედა­ვე­ბა. არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მან 2017 წელს 24,3 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი მო­ი­გო, "მო­გე­ბუ­ლი თან­ხა კი დეკ­ლა­ცი­ა­ში არ მი­უ­თი­თა", რაც თა­ვის­თა­ვად აბ­სურ­დუ­ლია, რად­გან უდი­დე­სი ალ­ბა­თო­ბით, არც სხვა თან­ხე­ბი ექ­ნე­ბო­და ოფი­ა­ცუ­რად აღ­რი­ცხუ­ლი" - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.


"ცნო­ბის­თვის, "გო­ჩომ" 90-იანი წლე­ბის შემ­დეგ, სო­ჭე­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბის ზე­წო­ლას გა­უძ­ლო და წამ­ყვან ფი­გუ­რად დარ­ჩა... მან არა­ერ­თი, მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე "ჩა­ფარ­ცხა", მათ შო­რის, "ეგ­ზო­ტი­კუ­რე­ბიც". ამას­თან, მის­თვის მის­ჯი­ლი არც ერთი ვადა მას ბო­ლომ­დე არ მო­უხ­დია" - წერს გა­მო­ცე­მა.


რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "დუ­მო­ევს ძა­ლი­ან ახლო და კარ­გი კავ­ში­რე­ბი აქვს ად­გი­ლობ­რივ და ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან... ამის დას­ტუ­რია მისი ქო­ნე­ბა სო­ჭის ცენ­ტრა­ლურ რა­ი­ო­ნებ­ში.


"რო­გორც ჩანს, რუ­სეთ­ში, კრი­მი­ან­ლებ­თან ბრძო­ლის ახალ მე­თო­დებს ამ­კვიდ­რე­ბენ, ისე, რო­გორც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნე­ში ოკე­ა­ნის­გაღ­მა სა­ხელ­მწი­ფო­ში მოხ­და. ალ კა­პო­ნეს­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად "გო­ჩოს" მაქ­სი­მუმ ერ­თწ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა, თუმ­ცა თუ რე­ა­ლის­ტე­ბი ვიქ­ნე­ბით ის ჯა­რი­მი­თაც გა­მოძ­ვრე­ბა" - წერს გა­მო­ცე­მა. 

Ambebi.ge


კომენტარები:

ფართი შოპი