აფხაზეთიდან დევნილ დიტო ოკუჯავას მოპედი და 300 ლიტრი საწვავი გადაეცა

29 Mar 2019 06:14

11 წლის აფხაზეთიდან დევნილ დიტო ოკუჯავას მოპედი და 300 ლიტრი საწვავი გადაეცა. 


ბიზნესმენ გიორგი დევაძეს საჩუქარი მოზარდ ფეხბურთელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ და სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს.


დიტო ოკუჯავა 3 წელია, თითქმის ყოველ დღე, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ გაგიდიდან ზუგდიდამდე და უკან 90 კილომეტრს მოპედით დედასთან ერთად გადიოდა და ზუგდიდში „ბაიას“ საფეხბურთო საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობდა. მოპედის მწყობრიდან გამოსვლის გამო, მიმოსვლა პრობლემებთან დაკავშირებული გახდა. ბიზნესმენმა გიორგი დევაძემ კეთილი ნება გამოიჩინა და უანგაროდ დაეხმარა მოზარდს.


კომენტარები:

ფართი შოპი