საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

29 Mar 2019 06:29

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვიზიტად სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება, ქვეყნის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, მაია გოიკოვიჩს შეხვდა.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგელობაში პარლამენტის წევრები: გოგა გულორდავა, გიორგი თოთლაძე, ზაქარია ქუცნაშვილი და დავით ბაქრაძე, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სერბ კოლეგას მასპინძლობისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.


კომენტარები:

ფართი შოპი