"პანდორას ყუთი კახელების კარტელმა გახსნა"- ელისო კილაძე

29 Mar 2019 14:07

ჟურნალისტი ელისო კილაძე, 2015 წელს მომხდარ ფაქტს იხსენებს:



"2015 წლის ბოლოს ბესელიას ფირი ჩემთან მოიტანეს!


გელა ღურწკაიამ ორჯერ შეცვალა ჩვენება და ორი პირი დაასახელა, რომლებსაც ეს და სხვა ფირები ჰქონდათ!


დაკავებულებს დამკვეთი რომ არ დაესახელებინათ, ბესელიამ თანხმობა მისცა საპროცესო შეთანხმებაზე!


2016 წლის მარტში ფირების გამოქვეყნება დაიწყო!


სუსმა დაადგინა ორი ადგილი მოსკოვში, საიდანაც ეს ფირები აიტვირთა - ერთი სამეცნიერო ინსტიტუტი და მეორე კაფე. ამტვირთავი გიორგი გაბედავა!


ჩემგან ამ ინფორმაციის გასაჯაროებას სუსში დიდი სკანდალი მოყვა-ვახტანგ გომელაური მიუნხენის აეროპორტიდან ტელეფონზე აგინებდა გოგაშვილს-კილაძემ გაბედავას გვარი საიდან გაიგოო!


მარტო კილაძეს არ გაუგია, იგივე ინფორმაცია ჰქონდა ბუკა პეტრიაშვილს!


მას შემდეგ, ისევ 2016 წელს პირადი ფირების ბუმი დაიწყო-უგზავნიდნენ ჟურნალისტებს, ჩემს კედელზე ღიად გაავრცელეს ლინკები. ირაკლი შოთაძეს დავურეკე და მთელი ღამე მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე ვიჯექი! მე ჩვენებას ვაძლევდი, ფირები კი ცინიკურად ვრცელდებოდა-გამავრცელებელმა პროფილმა ხან მიხეილ სააკაშვილი დაირქვა, ხან ელისო კილაძე (რეალურად, ზაზა გაბედავა იყო).


მერე ჩატარდა ჩხრეკა ნუგზარ ფოფხაძის და გიორგი მამაცაშვილის სახლებში და ოფისში. ამოიღეს ტექნიკა!


დღემდე არ ვიცით გამოძიების შედეგები!


როგორ მოხვდა ფირები ამ პირების ხელში?


მოკითხეთ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს თამაზ თამაზაშვილს!


პანდორას ყუთი კახელების კარტელმა გახსნა!"- წერს ელისო კილაძე. 


კომენტარები:

ფართი შოპი