"ზარდიაშვილი ერთი არ არის, ბევრნი არიან, შემოსევაა. ეს “ქართული ოცნების” განგრენაა"- დავით ჭიჭინაძე

31 Mar 2019 06:51

“რაც შეეხება ბესელიას მოწოდებას ივანიშვილისადმი - თქვას, ზარდიაშვილისა და მდინარაძის რეკომენდატორი ვინ იყო 2016 წლის საპარლამენტო სიაშიო, მე როგორც ვიცი მდინარაძეს კახა კალაძემ გაუწია რეკომენდაცია. სხვათა შორის, კობახიძის რეკომენდატორიც კალაძე იყო. ეს რომ ჰკითხოთ “ოცნების” ძველ წევრებს, ყველა დაგიდატურებთ ამ ინფორმაციას. ზარდიაშვილზე კი ვერ გეტყვით, არ ვიცი... ისე, ზარდიაშვილი ერთი არ არის, ბევრნი არიან, შემოსევაა. ეს “ქართული ოცნების” განგრენაა. როდესაც პოლიტიკური ლპობა იწყება, მისი გადარჩენა შეუძლებელია, გენერალური ხაზი ვერ ამართლებს იმიტომ, რომ ამ ხალხმა არ გაამართლა. კალაძე ხვდება, რომ ეს ხალხი მას მომავალში არაფერში გამოადგება, ნახა, რომ წამგებიანები არიან. კალაძემ იცის იმდენი, რომ კობახიძეს არ უნდა გადაჰყვეს. ამიტომ არის ჩუმად. მაქსიმალურად ცდილობს კობახიძე ივანიშვილს შეტენოს, ივანიშვილი დაზიანდეს, თვითონ სუფთად გამოვიდეს, მაგრამ არ გამოუვა, ყველამ ყველაფერი იცის, პირველ რიგში - ივანიშვილმა. დარწმუნებული ვარ, ამის გამო პასუხს მოსთხოვს. ღარიბაშვილი ტყუილად არ დაუბრუნებია...” - აღნიშნავს "ახალი თაობის" კორესპონდენტთან საუბრისას დავით ჭიჭინაძე.


კომენტარები:

ფართი შოპი