საქართველოში, მაისში, 357 მილიონი შეტყობინება გაიგზავნა - SMS-ების პოპულარობა კლებულობს

07 Jul 2017 02:16

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემების მიხედვით, საქართველოში SMS-ების პოპულარობა იკლებს. 2017 წლის მაისში 357 მილიონი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაიგზავნა. ეს ციფრი 2016 წლის მაისის მონაცემთან შედარებით 63 მილიონი SMS-ით ნაკლებია, შარშან მაისში საქართველოში 420 მილიონი SMS გაიგზავნა.


2015 წლის მაისში ეს ციფრი 458 მილიონი, 2014 წლის მაისში კი 531 მილიონი მოკლე ტექსტური შეტყობინება იყო.


სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი SMS საქართველოში იანვრის თვეში იგზავნება.


1tv.g


კომენტარები:

ფართი შოპი