"თქვენც ამჩნევთ ალბათ, უცხოეთშიგანათლებამიღებულის უძლეველობის" მითიც ნელ–ნელა დაჟანგდა"- იაგო კაჭკაჭიშვილი

31 Mar 2019 07:33

იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი:


"თქვენც ამჩნევთ ალბათ, დრო მაინც იცვლება, თუნდაც ამ ერთი ასპექტის მაგალითზე: ასე, 10–15 წლის წინ, თუ ვინმეს უცხოეთის უნივერსიტეტში ჰქონდა განათლება მიღებული, უ პ ი რ ო ბ ო დ მიიჩნეოდა, რომ ეს ვინმე ძალიან მაგარი ვინმეა და მხოლოდ სიბრძნეები ამოსდის პირიდან.


ჰოდა, იმდენ სისულელეს ვისმენთ ზოგიერთი უცხოური დიპლომის მქონე ტიპისგან (გვარებს ნუ მომთხოვთ, ბევრია), რომ "უცხოეთშიგანათლებამიღებულის უძლეველობის" მითიც ნელ–ნელა დაჟანგდა.


არადა, რა არის აქ უცნაური – კარგ უნივერსიტეტებში შეიძლება მავანი, უბრალოდ, ცუდად სწავლობდეს, სხვის ხარჯზე გადიოდეს ფონს, კრედიტებს მინიმალური ქულებით ფარავდეს და ა.შ."შავი ხვრელები" ბევრნაირია.


ასე რომ, უცხოეთში სწავლა კარგია, თუ მართლა სწავლობ!"


კომენტარები:

ფართი შოპი