"გადავწყვიტე, მაინც დავდო ჩემი სახლის "ძარცვის" ამსახველი ფოტო"- გია ვოლსკი

01 Apr 2019 01:35

"იმდენმა ხალხმა, მტერმა და მოყვარემ, დამირეკა და გააკეთა კომენტარი, რომ გადავწყვიტე მაინც დავდო ჩემი სახლის "ძარცვის" ამსახველი ფოტო"- წერს გია ვოლსკი სოციალურ ქსელში. 


ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, მისი სახლი დაახლოებით ერთი თვის წინ გაქურდეს.


მისი განმარტებით, სახლიდან მხოლოდ სამუშაო იარაღია წაღებული, რომელიც ფანჯარაზე იდო. მისივე თქმით, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ოფიციალურად არ მიუმართავს. დეპუტატის სახლი სოფელ ახატანში მდებარეობს.


“ფანჯარა ჩატეხეს და ფანჯრის რაფაზე სამუშაო ინსტრუმენტი იდო და ის წაიღეს. შსს-თვის არ მიმიმართავს, თუმცა სოფელში ხალხმა ამის შესახებ იცის. ფანჯარა ჩატეხილია და ნივთი აიღეს. რამდენადაც ვიცი, შსს-ს სამხარეომაც იცის მომხდარის შესახებ”,-აცხადებს ვოლსკი.



კომენტარები:

ფართი შოპი