ვინ არის ჭავჭავაძის გამზირზე გარდაცვლილი 26 წლის ახალგაზრდა მამაკაცი?

01 Apr 2019 02:37

26 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მი­წის მა­სის ქვეშ მოჰ­ყვა და გარ­და­იც­ვა­ლა, და­ვით აბე­სა­ძეა. მისი ვი­ნა­ო­ბა AMBEBI.ge-ს შსს-ში და­უ­დას­ტუ­რეს.

გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ პოს­ტი "ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცელ­და.


"ახალ­გაზ­რდა­აო, სულ რა­ღაც 26 წლის, რო­მე­ლიც სულ მალე ოჯა­ხის შექ­მნას აპი­რებ­დაო, ეს წუ­თია ჩემი ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე მწერს, ვა­კე­ში მი­წის ჩა­მოშ­ლას რომ ემსხვერ­პლა დღეს იმ ბიჭ­ზე...


სულ რა­ღაც 26 წლის დათო აბე­სა­ძე, მამა მა­ღა­რო­ე­ლი იყოო ჭი­ა­თუ­რა­ში და შე­უმ­ცი­რე­ბი­ათ, დედა სა­ბა­გი­როს მე­მან­ქა­ნეო და ოთხი და-ძმი­დან უფ­რო­სი ყო­ფი­ლა დათო, ძა­ლი­ან უჭირ­და­თო ბოლო ხა­ნებ­ში და ბიჭი სა­მუ­შა­ოდ წა­მო­სუ­ლა თბი­ლის­ში, თბი­ლის­ში სა­დაც, ყველ­გან თხრი­ან, სა­დაც ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა გა­თხა­რო. იქაც კი, სა­დაც მიწა შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ი­შა­ლოს და ერთი სი­ცო­ცხლე წა­ი­ღო და მე­ო­რეს ეძე­ბენ...


ბიჭი ემსხვერ­პლა ამ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბას, ბიჭი, რო­მე­ლიც სულ მალე სა­ოც­ნე­ბო ოჯა­ხის შექ­მნას გეგ­მავ­და, ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მე­ლიც შე­ჭირ­ვე­ბულ ოჯახს სა­არ­სე­ბოს აწ­ვდი­და თა­ვი­სი ოფ­ლით.


აი, რა ხდე­ბა სიკ­ვდი­ლის ქა­ლაქ­ში, დიახ სიკ­ვდი­ლის, ისეა გა­ცე­მუ­ლი აქ სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვე­ბი, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად მსგავ­სი უბე­დუ­რე­ბა ხდე­ბა და რო­დის, რო­დის უნდა შე­ჩერ­დეს ეს სა­საკ­ლაო ?!" - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ლა­უ­რა აბ­რა­მია.


უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე გუშინ მოხ­და. სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ნო­ბის 0 სარ­თულ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რა დრო­საც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მიწა და ბე­ტო­ნის ნა­ზა­ვი ჩა­მო­ი­შა­ლა. შე­დე­გად და­ვით აბე­სა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა, 40 წლის მა­მა­კაცს კი ამ დრომ­დე ეძე­ბენ.


ად­გილ­ზე მუ­შა­ობს 30 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.


კომენტარები:

ფართი შოპი