მყინვარწვერ შხარასთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად პოლონეთის მოქალაქე გარდაიცვალა

01 Apr 2019 02:58

"მყინვარწვერ შხარასთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად, პოლონეთის მოქალაქე, 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა" - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 


"მყინვარწვერ შხარასთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად, პოლონეთის მოქალაქე, 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.


სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები.


გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა ვერტმფრენით გადმოასვენეს". - ნათქვამია უწყების განხცადებაში 




კომენტარები:

ფართი შოპი