"ყოველდღიურად ასობით ჩვენს თანამოქალაქეს სრულიად დაუცველ გარემოში უწევს შრომა. შრომა არა, ტანჯვა!"- ირმა ინაშვილი

01 Apr 2019 03:20

"ყოფილი"ლეჩკომბინატის" ტერიტორიაზე ამ წუთებშიც მუშაობენ მაშველები, მობილიზებულია სახანძრო და სამედიცინო დახმარების ბრიგადები, ეძებენ დაკარგულ  ადამიანს. საშინელებაა იმისი გააზრება, რომ ყოველდღიურად ასობით ჩვენს თანამოქალაქეს სრულიად დაუცველ გარემოში უწევს შრომა. შრომა არა, ტანჯვა!  რეგიონებიდან დედაქალაქში ჩამოსული ხელმოკლე ახალგაზრდები  (ყოველდღიური ლუკმა-პურის მოძიების მუხანათურ  გზაზე) ხან გაზით იგუდებიან, ხან ხარაჩოებიდან ვარდებიან, ხან მშენებლობისას მოულოდნელი ტრაგედიისას იღუპებიან. შრომის და სიცოცხლის ველური პირობები... უკიდურესი გაჭირვება... დაუცველობა და სიმარტოვე... ხელისუფლება- სხვა პლანეტაზე... ბოლოს,  პასუხისმგებელი ისევ არავინ არაა. ამჯერადაც აღიძვრება საქმე, ამჯერადაც დაიწყება გამოძიება, რომლის შედეგებს ვერავინ გაიგებს. იმდენი დრო გავა, რომ ყველას ყველაფერი დაავიწყდება... ამ საბრალო, ახალგაზრდა ბიჭებს კი, ვერავინ გააცოცხლებს. ამასობაში კი, ახალი ტრაგედიის შესახებ გავიგებთ, როდემდე?"- წერს თავის facebook გვერდზე ირმა ინაშვილი.


შეგახსენებთ რომ გუშინ ჭავჭავაძის გამზირზე სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ნო­ბის 0 სარ­თულ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რა დრო­საც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მიწა და ბე­ტო­ნის ნა­ზა­ვი ჩა­მო­ი­შა­ლა. შე­დე­გად 26 წლის ახლაგაზრდა მამაკაცი და­ვით აბე­სა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა, 40 წლის მა­მა­კაცს კი ამ დრომ­დე ეძე­ბენ.


კომენტარები:

ფართი შოპი