"მძულს და მეზიზღება სააკაშვილი, თუმცა, ასეთი დონის პოლიტიკოსი, დღეს, საქართველოს არ ჰყავს!"- ლადო სადღობელაშვილი

03 Apr 2019 11:53

"მძულს და მეზიზღება სააკაშვილი, თუმცა ვაღიარებ, რომ ასეთი დონის პოლიტიკოსი დღეს საქართველოში არ არის! როგორც პოლიტიკოსთან, მის ფრჩხილთანაც გაუჭირდება ბევრს მისვლა! პოლიტიკოსია და არა ბანკირი, ბიზნესმენი, "დელეცი" და ა.შ. პროფესია - პოლიტიკოსი! მსოფლიო დონის და არა თბილისის რომელიმე ქუჩის!"- წერს ლადო სადღობელაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე და იქვე დასძენს:


"სააკაშვილის ინკუბატორში გამოზრდილი კადრებით მდიდრდება ყოველ დღიურად "ოცნების" ბორდი და დესქი!  - რა პონტში აგინებთ ოცნების მანქურთებო სააკაშვილს?! გვერდზე მიმოიხედეთ!"- აღნიშნავას სადღობელაშვილი.


კომენტარები:

ფართი შოპი