"ყველა ეროვნება მიყვარს, მაგრამ როდესაც მეუბნებიან, რომ არ ვარ ქართველი, მწყინს"- სააკაშვილი

03 Apr 2019 13:07

"როდესაც მეუბნებიან, რომ არ ვარ ქართველი, მწყინს" - ასე ახსნა მიხეილ სააკაშვილმა ის გადაწყვეტილება, რომ მან ქართული წარმომავლობის დასადასტურებლად დნმ-ის ანალიზი გაიკეთა.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას უყვარს ყველა ეთნოსი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, თუმცა, ის არის ქართველი.


„როდესაც მე მეუბნებიან, რომ არ ხარ ქართველი, რა თქმა უნდა მაწუხებდა. მე ძალიან მიყვარს ყველა ეთნიკური წარმომავლობა, საქართველოს  შვილები ვინც არიან. ვერ გეტყვი, რომ  მსოფლიოს ყველა ეროვნება ძალიან მიყვარს, ეგრეც ვერ ვიტყვი. მაგრამ, რა თქმა უნდა, მწყინს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 


კომენტარები:

ფართი შოპი