მომლოცველობა სამეგრელოში - ასე აფასებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე სამეგრელოში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ჩასვლას.
მეუფე პეტრემ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ ფულადი სარგებელი არც განხილულა.
„მე ამას უფრო დავარქმევდი სამეგრელოში მომლოცველობას. მე ასეთი დამოკიდებულებით შევხვდი სტუმარს და ღმერთმა დაიფაროს, რაიმე მატერიალურში ამ ჩემი სულიერი დამოკიდებულების გადატანას ნადვილად არ ვისურვებდი,“-ამბობს მეუფე პეტრე.
საუბარი შეეხო გიორგი მამალაძის შეწყალ ძე,ების საკითხზეც. მეუფე პეტრე ამბობს, რომ მან ივანიშვილს ტაძარში სწორედ ციანიდის საქმეზე ჰკითხა.
„შარში რომ გაეხვა, როგორც ხელისუფლება ისე ეკლესია, ციანიდისსაქმით, მე ვკითხე და როგორც დასკვნა გამოვიტანე საპატრიარქოს პასუხისმგებლობაა ახლა მისი შეწყალება. ხელისუფლებას არანაირი პრობლემა არ აქვს, რომ საპატრიარქომ იშუამდგომლოს და პრეზიდენტმა შეიწყალოს,“ -ამბობს მეუფე პეტრე.
ბიძინა ივანიშვილი სამეგრელოში 29 მარტს, ჩავიდა. ეწვია სოფელ ხიბულასაც, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა და მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, რაც ოპოზიციამ სამოქალაქო სექტორთან ერთად ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტად შეაფასა