"სააკაშვილი ყოველთვის სხვა რამეს განასახიერებდა, სხვა რამე მოსწონდა" - გიგი უგულავა

04 Apr 2019 03:14

ბევრი ის იდეა,რომელიც გუშინ გაახმოვანა, ქვეყნისთვის არათუ სასარგებლოა, არამედ ზიანის მომტანია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისგუშინდელი განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.


უგულავას შეფასებით, მიუხედავად მისი პატივისცემისა სააკაშვილს მიმართ, მიხეილ სააკაშვილის ერთგულება ლიბერალური დემოკრატიის მიმართ ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და აღნიშნულთან დაკავშირებით მათ კამათი ხშირად ჰქონდათ.


„ჩვენ ყველანი ჩამოვვარდით კვარლცხბეკიდან. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს გაცილებით მეტი ფორა აქვს ნებისმიერ სხვა ჩვენთაგანთან შედარებით, იმიტომ, რომ მას სახელის ცნობადობა მეტი აქვს - პრეზიდენტი იყო,ბევრ რამე აქვს გაკეთებული. ბრმა უნდა იყო ეს რომ არ აღიარო, მაგრამ მას ჰქონდა ასევე გამოწვევები, ბევრი ის ის იდეა, რომელიც გუშინ გაახმოვანა, ქვეყნისთვის არათუ სასარგებლოა არამედ ზიანის მომტანია. სააკაშვილს მე დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მისი ერთგულება ლიბერალური დემოკრატიის მიმართ ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, როცა ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით, ამაზე მუდმივი კამათი გვქონდა. სააკაშვილი ყოველთვის სხვა რამეს განასახიერებდა, სხვა რამე მოსწონდა...უფრო ძლიერი, უფრო აღმშენებელი... ავტორიტარიზმს არ ვიტყვი, ეს უფრო სხვა თვისებაა, სისტემა გაძლევს ამის გაქანებას, ავტორიტარად მეც შეიძლება ჩამოვყალიბდე, რაღა სხვაზე ვილაპარაკო ჩემ თავზე ვიალაპრაკებ. ის პრობლემები, რაც მიშას ჰქონდა მართვაში, მინიმოდელი მეც მქონდა. მეც არ ვითვალისწინებდი სხვის აზრს, მეც მეჩქარებოდა და ა.შ . მე ვცდილობ ის პრობლემები, რომლებიც გვქონდა ობიექტურად დავინახო. რაშიც შეიძება სინანული გამოთქვა, უნდა გამოთქვა და შეეცადო გამოსწორება. ამიტომ ვერასდროს ვერ მივიღებ იმას, რომ წულუკიანმა დაწერა სტრასტბურგის სასამართლოში გირგვლიანზე რაღაც.. რადგან ეს ჩვენი ტრაგედიაა“,-განაცხადა გიგი უგულავამ.


რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისგანცხადებას, რომ „ღორობაა გირგვლიანისა და რობაქიძის მკვლელობის პრეზიდენტზე დაბრალება“, გიგი უგულავას შეფასებით, ის არ იშვერს ხელს არავისკენ, მაგრამ ყველამ საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.


„მე არ ვიშვერ ხელს, ჩვენ ვიყავით ერთი გუნდი. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ ნაწილში, რაც დააკისრეს მიხელ სააკაშვილს რა თქმა უნდა პოპულიზმი იყო. მე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში მორალზე. . არის მორალური კატეგორიები არის სისხლის სამართლებრივი კატეგორიები. ეს ამბავი არის ტრაგედია. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდ ავიღოთ“, - აცხადებს უგულავა.


კომენტარები:

ფართი შოპი