დაჩი გრძელიშვილი: ვკითხულობ და ვგრძნობ - რაღაც ძალიან ცუდი და დაგეგმილი ხდება...

07 Jul 2017 03:06

დაჩი გრძელიშვილი, ჟურნალისტი:


ვკითხულობ და ვგრძნობ - რაღაც ძალიან ცუდი და დაგეგმილი ხდება: თავგასიებული საზოგადო მოღვაწე "თავგასულ" უცხოელებზე გმინავს, ქართველობას გვართმევენო და თან რუსეთზე ამბობს - ბრატან, თავს ხო არ შევაკლავთო;


ფეისბუკზე ზიარდება ათასგვარი მონაჩმახი, თუ ვითომ როგორ დაჩაგრა სამმა შავკანიანმა "მომხდურმა" მეტროში ერთი უმწეო ქართველი გოგო; 


ტელევიზიაში კრიმინალზე თხრობას ეჭვმიტანილის ეროვნებით იწყებენ - თითქოს ხატაელი განსხვავებულად ძალადობდეს, ან გულნაშაროელი იპარავდეს ქართველზე აღმაშფოთებლად... 


დგება პეტიცია საქართველოში უცხოელი გიდებისა და მძღოლების აკრძალვაზე, გეგონება, ქართველ გიდსა, სამშობიაროდან მოჰყვებიდეს ისტორიის უნაკლო ცოდნა, ანდაც, ქართველ მძღოლს წესრიგის სიყვარული... ეს და სხვა მსგავსი მრავალი პრიმიტიული სისულელე ქართველობის დაცვის მრავალ კამფორიანი მგზნებარებით მართლდება. კი ვიცინოდი ამეებზე მარა რომ დავფიქრდი, ისტორიაში ცნობილი ყველა მასობრივი და იდიოტური ბოროტება ყველაზე ამაღლებული იდეალებით იყო შეფუთული ისე, რომ ერები (მათ შორის, დიდად კულტრული ერებიც კი) ძალიან გვიან მიხვდნენ - ის ვარდისფერი, თავბრუდამხვევი სურნელის მქონე ნივთიერება, არშემდგარი პოლიტიკოსები დიდი კოვზით და მგზნებარე აღტკინებით რომ აჭმევდნენ, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მძღრენი იყო... მეცნიერულად მას საშიში სახელი - ქსენოფობია ჰქვია, გართულებულ ფორმას კი - ფაშიზმი.


კომენტარები:

ფართი შოპი