"ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ სამშენებლო სექტორში გვქონდეს დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხები ლარში" - მამუკა ბახტაძე

05 Apr 2019 00:56

ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საპროცენტო განაკვეთები, განსაკუთრებით იპოთეკურ სესხებზე შემცირდეს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სამშენებლო სექტორის მნიშვნელობას, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს და განაცხადა, რომ ამ სფეროში დაბალპროცენტიანი შხების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


“ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ სამშენებლო სექტორში გვქონდეს დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხები ლარში, რათა მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენი პოლიტიკაც სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ საპროცენტო განაკვეთები, განსაკუთრებით იპოთეკურ სესხებზე შემცირდეს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ”, - განუცხადა პრემიერმა „მოამბეს“.


აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.


კომენტარები:

ფართი შოპი