ბათუმში 1937-1938 წლებში დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანი აღმოაჩინეს

05 Apr 2019 23:58

ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩის 338 ნომერში 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხი აღმოაჩინეს. სამარხი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გათხრების შედეგად აღმოაჩინა.


მათი ინფორმაციით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ არის დამარხული. ეპარქიის ინფორმაციით, რეპრესირებულთა ნეშთს 21 აპრილს პატივისცემით დაკრძალავენ.


„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განკარგულების თანახმად, ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე საბანკო შეკრების ბაზა #3-ის გარკვეული ტერიტორია დროებით სარგებლობაში გადმოცემული იყო საქართველოს საპატრიარქოზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იყო უწესრიგოდ და უპატიოდ განთავსებული. შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოხდა ეპარქიის მიერ მათი ამოსვენება. 21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მოხდება მათი პატივით დაკრძალვა”, -ნათქვამია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებაში.

IPN.ge


კომენტარები:

ფართი შოპი