არის თუ არა სახიფათო თბილისის მეტრო?

06 Apr 2019 00:34


ბოლო სამ თვე­ში, თბი­ლი­სის მეტ­რო­ში მა­ტა­რებ­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბა 5-ჯერ მა­ინც შე­ფერ­ხდა. ერთ-ერთი ბოლო შემ­თხვე­ვა გუ­შინ, 4 აპ­რილს და­ფიქ­სირ­და - მეტ­რო­სად­გურ „300 არაგ­ველ­ზე“ ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის გამო, შე­მად­გენ­ლო­ბა მგზავ­რე­ბის­გან და­ცა­ლეს.


22 მარტს კი „სად­გუ­რის მო­ე­დან­ზე" მომ­ხდა­რი ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მის გამო, პირ­ველ ხაზ­ზე მოძ­რა­ო­ბა დრო­ე­ბით შე­ჩერ­და, 21 მარტს „სამ­გორ­ში“ მა­ტა­რებ­ლის ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა, რის გა­მოც მგზავ­რე­ბი მა­ტა­რებ­ლი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს, 5 თე­ბერ­ვალს მეტ­რო­სად­გუ­რი „წე­რე­თე­ლი“ გა­ჩერ­და დრო­ე­ბით, 15 იან­ვარს ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის გამო მე­ო­რე ხაზ­ზე შე­წყდა მოძ­რა­ო­ბა - ეს შემ­თხვე­ვე­ბი ბევ­რმა მგზავ­რმა სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და და თბი­ლი­სის მეტ­როს ტექ­ნი­კუ­რი გა­მარ­თუ­ლო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მართ, ცოტა სკეპ­ტი­კუ­რა­დაც გა­ნე­წყო.


დე­და­ქა­ლა­ქის მეტ­როს­თან და­კავ­ში­რე­ბით კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა კახა კა­ლა­ძე­მაც. მეტ­რო­სად­გურ „300 არაგ­ველ­ზე“ მომ­ხდა­რი შე­ფერ­ხე­ბის შემ­დეგ მერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ვა­გო­ნე­ბი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.


"ვა­გო­ნე­ბი დაძ­ვე­ლე­ბუ­ლია. შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ და­წყე­ბუ­ლი გვაქვს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. გა­სულ წელს ძვე­ლე­ბი ახა­ლი ვა­გო­ნე­ბით ჩა­ნაც­ვლდა. წელ­საც, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­მო­ცხად­დე­ბა ტენ­დე­რი. ვა­პი­რებთ ახა­ლი ვა­გო­ნე­ბის შე­მოყ­ვა­ნას, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. გარ­და ამი­სა, აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბანკთან ვმუ­შა­ობთ და მთლი­ა­ნად გა­ნახ­ლდე­ბა ვენ­ტი­ლა­ცი­ის სის­ტე­მა. ასე­ვე, იქ­ნე­ბა ახა­ლი ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.


თუმ­ცა, თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბას ამ­შვი­დებს და გან­მარ­ტავს, რომ მეტ­როს ყვე­ლა სად­გუ­რი და მა­ტა­რებ­ლე­ბი გა­მარ­თუ­ლია, შე­ფერ­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, მე­მან­ქა­ნეს გა­წე­რი­ლი აქვს სა­მოქ­მე­დო გეგ­მა და ინ­სტრუქ­ცი­ით მოქ­მე­დებს, რაც მგზავ­რთა უსაფრ­თხო გა­დაყ­ვა­ნას უზ­რუნ­ველ­ყოფს.


AMBEBI.GE ამის შესახებ დაინტერესდა,  რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით უტარ­დე­ბათ ვა­გო­ნებს კა­პი­ტა­ლუ­რი შე­კე­თე­ბა და სხვა  კი­თხვე­ბით  მათ თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას მიმართეს.


უწყე­ბა­ში გან­უმარტეს, რომ მეტ­როს მოძ­რა­ვი შე­მად­გენ­ლო­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა, გა­მოშ­ვე­ბი­დან 31 წელს შე­ად­გენს. მა­ტა­რებ­ლებს კი კა­პი­ტა­ლუ­რი შე­კე­თე­ბა მო­დერ­ნი­ზა­ცი­ით უტარ­დე­ბა, რა დრო­საც ყვე­ლა საკ­ვან­ძო დე­ტა­ლი იც­ვლე­ბა. კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­პი­ტა­ლუ­რი შე­კე­თე­ბის ხარ­ჯზე, მა­ტა­რებ­ლე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა 20-25 წლით იზ­რდე­ბა.


ამას­თან, სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ თბი­ლი­სის მეტ­როს მოძ­რა­ვი შე­მად­გენ­ლო­ბე­ბი, 20 სა­ათ­ში ერთხელ მოწ­მდე­ბა.


„შე­მოწ­მე­ბა ხდე­ბა თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის დე­პო­ე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ან დე­ლი­სის ჩიხ­ში. ლი­ან­და­გე­ბი, გვი­რაბ­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი, ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის სის­ტე­მე­ბი, ეს­კა­ლა­ტო­რე­ბი ყო­ვე­ლი დღის ბო­ლოს (მას შემ­დეგ, რაც მეტ­რო მუ­შა­ო­ბას და­ას­რუ­ლებს), შე­მოვ­ლი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მოწ­მდე­ბა“, - გან­მარ­ტა­ვენ თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში.


მეტ­როს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არამ­ხო­ლოდ მი­წის­ქვეშ, მი­წის­ზე­და ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც შე­ი­ნიშ­ნე­ბა.


მა­გა­ლი­თად, მეტ­რო­სად­გურ „გო­ცი­რი­ძეს­თან“ და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის ხი­დიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­დახ­რი­ლია და ამის გამო მოძ­რა­ვი შე­მად­გენ­ლო­ბა შე­ნე­ლე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით გა­და­ად­გილ­დე­ბა, სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ სად­გურ­ზე მგზავ­რე­ბის გა­დაყ­ვა­ნა უსაფრ­თხოა.


„მეტ­რო­სად­გურ „გო­ცი­რი­ძის“ ეს­ტა­კა­და შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის მიერ შე­მოწ­მდა და ის მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნის­თვის სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მა­ტა­რებ­ლებს მოძ­რა­ო­ბის სიჩ­ქა­რის შე­ზღუდ­ვა მო­ეხ­სნე­ბათ“ - აცხა­დე­ბენ თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში.


არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის“ თავ­მჯდო­მა­რის და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბით, დღეს, თბი­ლი­სის მეტ­რო კრი­ზი­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. სპე­ცი­ა­ლის­ტი ამის მი­ზე­ზად მეტ­რო­პო­ლი­ტენ­ში და­საქ­მე­ბულ­თა მძი­მე სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს ასა­ხე­ლებს.


„კრი­ზისს რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს. ერთი არის მა­გა­ლი­თად, მე­მან­ქა­ნე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­თა­რე­ბა, რო­მელ­თა სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს და მათ გა­ფიც­ვე­ბიც გვახ­სოვს.


მე­ო­რე არის ინფრას­ტქუ­ტუ­რის ნა­წი­ლი თა­ვი­სი გვი­რა­ბე­ბით, ხი­დე­ბით, სხვა ნა­გე­ბო­ბე­ბით. ინ­სტრას­ტრუქ­ტუ­რა პრაქ­ტი­კუ­ლად ამორ­ტი­ზე­ბუ­ლია და შე­კე­თე­ბას ბევ­რი რამ აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ამას თან ერ­თვის პრობ­ლე­მე­ბი ტოპ მე­ნე­ჯმენ­ტში. ეს არის ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი, სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია, რომ­ლე­ბიც არ არი­ან კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი და მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ას თბი­ლი­სის მერს უმა­ლა­ვენ, ან მერ­მაც იცის კრი­ზი­სის შე­სა­ხებ და იძუ­ლე­ბუ­ლია, ასე ილა­პა­რა­კოს.


რო­დე­საც სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ქა­ლა­ქის მერი ან ტრან­სპორ­ტის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი გა­მო­დის და ამ­ბობს, რომ მეტ­რო არის უსაფრ­თხო, ჩემი აზ­რით, ეს ტყუ­ი­ლია და ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პა­ნი­კა არ წარ­მო­იქ­მნას! ზუს­ტად ამ დროს შე­იძ­ლე­ბა, ფაქ­ტე­ბის და­მალ­ვით ტრა­გე­დია და­ატ­რი­ა­ლონ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, მეტ­რო იყოს უსაფრ­თხო, რო­დე­საც დღე არ გავა, რომ მოძ­რა­ვი შე­მად­გენ­ლო­ბა არ გა­ჩერ­დეს და ავა­რი­უ­ლი შე­ჩე­რე­ბა არ მოხ­დეს?! მე პი­რა­დად, ამ სის­ტე­მას უსაფრ­თხოს ვერ და­ვარ­ქმევ და ვფიქ­რობ, რომ უფრო საფრ­თხის­შემ­ცვე­ლია.

მეტ­რო­სად­გურ „ვარ­კე­თილ­ში“ ჭე­რის ჩა­მონ­გრე­ვის შემ­დეგ გა­დავ­რჩით, ასე რომ, ვერ ვი­ტყვი, რომ მეტ­რო უსაფრ­თხოა. მა­შინ თბი­ლი­სის მერი, ტრან­სპორ­ტის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ და სა­ჯა­როდ და­დონ პი­რო­ბა, რომ იქ შემ­ქნილ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და არ­სე­ბულ გარ­თუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­ანთ თავ­ზე იღე­ბენ პა­სუხსმგებ­ლო­ბას“ - აღ­ნიშ­ნა და­ვით მეს­ხიშ­ვილ­მა.

მეტ­როს შე­მად­გენ­ლო­ბე­ბის და­მა­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე სა­უბ­რობს „სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის“ გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ეკა ლა­ლი­აშ­ვი­ლი. მისი თქმით, დღეს, მეტ­რო­ზე ძა­ლი­ან დიდი დატ­ვირ­თვა მო­დის, რად­გან მი­წის­ზე­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი გა­უ­მარ­თა­ვია.


„კერ­ძო მან­ქა­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბის ხარ­ჯზე ავ­ტო­ბუ­სე­ბი და მეტ­რო კი­დევ უფრო და­იტ­ვირ­თე­ბა, ამი­ტომ მეტ­როს გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, მგზავ­რთა ნა­კა­დე­ბის გა­დაყ­ვა­ნა კი­დევ გა­იზ­რდე­ბა.


რა თქმა უნდა, თუ მეტ­რო­ში ჩა­ვალთ, მივ­ხვდე­ბით, რომ მო­დერ­ნი­ზა­ცია და გა­ნახ­ლე­ბა სა­ჭი­როა. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა იმა­ზე, რომ მეტ­რო მეტ მგზავრს მო­ემ­სა­ხუ­როს და ეს სის­ტე­მა გა­მარ­თუ­ლი და უსაფრ­თხო იყოს. გან­სა­კუთ­რე­ბით პი­კის სა­ა­თებ­ში მეტ­რო­სად­გუ­რე­ბი უფრო გა­და­ჭე­დი­ლია და დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­თხოვ­ნას ნამ­დვი­ლად ვერ უძ­ლებს.


ეს უნდა გა­ნე­იტ­რალ­დეს. რო­დე­საც მეტ­რო­სა და ავ­ტო­ბუს­ში გა­და­ნა­წილ­დე­ბი­ან მგზავ­რე­ბი და ბა­ლან­სი შე­იქ­მნე­ბა, შეგ­ვიძ­ლია, ვთქვათ, რომ ეს არის მო­დე­ლი, რო­მელ­მაც გა­ა­მარ­თლა“ - აღ­ნიშ­ნა ეკა ლა­ლი­აშ­ვილ­მა.


აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თბი­ლი­სის მე­რია 2021 წლამ­დე თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის­თვის 12 ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის და­მა­ტე­ბას გეგ­მავს. ასე­ვე, „ვარ­კე­თი­ლის“, „გუ­რა­მიშ­ვი­ლი­სა“ და „ავ­ლაბ­რის“ მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე ტენ­დე­რი 2019 წლის ბო­ლომ­დე თა­ვი­დან გა­მო­ცხად­დე­ბა.


კომენტარები:

ფართი შოპი