კახა კალაძე: ჰიპოპოტამის ქანდაკების დადგმა საზოგადოების სურვილია!

06 Apr 2019 04:48

ჰიპოპოტამის ქანდაკებაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო, ეს არის ახალგაზრდებისა და ზოგადად საზოგადოების სურვილი. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ თემით სპეკულირებას თავი დაანებონ. ჩემთვის არ არის საინტერესო ოპონენტების მხრიდან ქანდაკებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტზე განცხადებების მოსმენა. ჩემთვის საინტერესოა, ხალხი, საზოგადოება და ის პროექტები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ თბილისისა და თბილისელებისთვის” - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. "ჩემთვის არ არის საინტერესო ოპონენტების მხრიდან ქანდაკებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტზე განცხადებების მოსმენა", - დასძინა მერმა. 


დედაქალაქის მერია ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზის შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს.


კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით. თითოეული კონკურსანტი თავისუფალია სკულპტურული კომპოზიციის დასამზადებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში. ჰიპოპოტამის ქანდაკების ღირებულება 90 000 ლარით განისაზღვრა.


კომენტარები:

ფართი შოპი